ვიდეო არქივი

ხმაური საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და ეკა ბესელიას კატეგორიული მოთხოვნა (ვიდეო)

2018/07/07 16:11:54
ნანახია 1,588 ჯერ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე წევრებს შორის შეკამათება მოხდა. როგორც ერთ-ერთმა წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა წევრებმა უნდა დაიცვან დადგენილი პროცედურა და კანონი, მისივე თქმით კომისიის წევრებმა პატივის უნდა სცენ საკუთარ სტატუსს.

“მე პრინციპულად და კატეგორიულად ვითხოვ, რომ ამ კომისიამ შეინარჩუნოს სახე. თუ კიდევ ექნება ადგილი მსგავს ქცევას, განსაკუთრებით ქალბატონ ხოშტარიასთან დაკავშირებით მოგმართავთ, რომელიც ვერ აკონტროლებს თავს  და პერსონალურ შეურაცხყოფებზე გადადის, რაც ყოველგვარ ზღვარს სცილდება და პირველ რიგში საკუთარ თავს აყენებს შეურაცხყოფას და თუ ეს გაგრძელდება მე უკვე გავაკეთებ სხვა ტიპის განცხადებას”– განაცხადა ეკა ბესელიამ

კომენტარები