ვიდეო არქივი

“თავიდან გვეგონა ბავშვი გადაიჩეხა და მშობლები დასახმარებლად მიჰყვნენ” – სოფელ ქვეშეთში მერის წარმომადგენელი სმიტების მკვლელობის საქმეზე (ვიდეო)

2018/07/11 22:20:56
ნანახია 532 ჯერ

“ხადას ხეობაში ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილია, ჩანჩქერები, მაგრამ სახიფათო ადგილებიც ბევრია და გაუფრთხილებლობით შეიძლება მომხდარიყო უბედური შემთხვევა, რაც პირველი ვერსიით გვეგონა”, – ამის შესახებ მერის წარმომადგენელმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთში თენგიზ ბედოიძემ გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” სმიტების მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

“ხადას ხეობა თვალწარმტაცი ხეობაა, მაგრამ იქ მოძრაობა და სიარული დამოუკიდებლად უცხო ადამიანებისთვის, ვინც ამ ხეობის ლანდშაფტი არ იცის და ბილიკები, არის საფრთხის შემცველი. ჩვენ რადგან გავიგეთ ამ პიროვნებების გაუჩინარების შესახებ, პირველი ჩვენი ფიქრი იყო, რომ სადღაც გადაიჩეხნენ, ან ბავშვი გადაიჩეხა, მერე დასახმარებლად მიჰყვნენ მშობლები და ასე შემდეგ. შემდეგ კი სხვანაირი ვერსიები გაჩნდა”, – განაცხადა ბედოიძემ.

 

კომენტარები