ვიდეო არქივი

“ტიფანის ფეხბურთს ვასწავლიდი, გოგო რომ არ იყოს” (ვიდეო)

2018/07/13 23:54:24
ნანახია 347 ჯერ

თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან იმ ძაღლის შესახებ ყვება, რომელიც თებერვალში ცხოველთა მონიტორინგის ცენტრიდან მერიაში წაიყვანა. მაშინ ტიფანი ჯერ კიდევ ლეკვი იყო.

„ჩემი დამოკიდებულება ცხოველების და განსაკუთრებით ძაღლების მიმართ ყველამ კარგად იცის. თვითონ ტიფანის რაც შეეხება, თქვენ გახსოვთ, როგორი პატარა იყო, როდესაც წამოვიყვანეთ თავშესაფრიდან. ძაღლს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. დღეს ძალიან კარგად არის. შეიძლება ითქვას, რომ ჩემს კაბინეტში გაიზარდა. ყოველდღიურად, სამჯერ ის სეირნობს იპოდრომის ტერიტორიაზე, ასევე ყოველდღიურად მოდის მასწავლებელი, კინოლოგი, რომ გაწვრთნას. ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას ჩემთან ერთად ადის წყნეთში. გოგოა, თორემ, ფეხბურთის თამაშსაც ვასწავლიდი ნამდვილად”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები