ვიდეო არქივი

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით კონტრაბანდული საქონლის ტრანზიტულად შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინა (ვიდეო)

2018/07/31 11:54:43
ნანახია 171 ჯერ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარატამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს და ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში,  ბრალდებულმა,  ერთ – ერთი კომპანიის სახელით, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გავლით, ტრანზიტით საქონლის შემოტანისას საბაჟო დეკლარაციაში  ყალბი მონაცემები დააფიქსირა, თითქოსდა მას  11 250 კგ რძის ფხვნილი შემოჰქონდა. თუმცა, ექსპერტიზით დადგინდა, რომ რეალურად, ბრალდებული 773 190 ლარის საბაჟო ღირებულების პროტეინის გადატანას ახდენდა.

ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი  „სარფის“ გავლით, მისივე მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილით,  საქართველოში სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული ტექსტილის ნაწარმი ტრანზიტით შემოიტანა.  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება  63 988 ლარს  შეადგენს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული  დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები