ვიდეო არქივი

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინა (ვიდეო)

2018/08/02 11:31:11
ნანახია 235 ჯერ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით,აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ შემდგომი რეალიზების მიზნით, ბრალდებულები ერთ შემთხვევაში, აჭარის რეგიონში, 4 600 კოლოფი, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ქალაქ თბილისში, 3 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა – გადაზიდვას ახდენდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 25 000 ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები