რეგიონები

ქობულეთსა და ბათუმში სახლების პირველი სართულები დაიტბორა (ვიდეო)

2018/08/10 12:10:30
ნანახია 229 ჯერ

ქობულეთსა და ბათუმში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ქობულეთში წყალი მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში შეუვარდა და პირველი სართულები დატბორა. ქობულეთიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 30-მდე შეტყობინებაა შესული.

რაც შეეხება ბათუმს, აქაც წყალმა რამდენიმე ქუჩა დატბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბათუმიდან 25-მდე შეტყობინება შევიდა.

კომენტარები