სლაიდერი

ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (ვიდეო)

2018/08/12 23:01:25
ნანახია 250 ჯერ

ბუდაპეშტის გრან პრიზე მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში რუსეთის წარმომადგენელი რუსლან შახაბაზოვი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან იქამდე რეპეშაჟის ფინალში ასევე რუსეთის წარმომადგენელი ტამერლან ბაშაევი დაამარცხა.

შეგახსენებთ, დღეს 90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი უშანგი მარგიანი, ბუდაპეშტის გრან პრის ფინალში უნგრელ კრისტიან ტოტთან ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ტურნირზე აგრეთვე ბრინჯაოს მედალს ამირან პაპინაშვილი დაეუფლა.

კომენტარები