ვიდეო არქივი

“ეს არის კადრები, თუ როგორ ტოვებს ეს ადამიანი “სუსი”-ს შენობას” (ვიდეო)

2018/09/15 00:35:42
ნანახია 1,111 ჯერ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, მედიით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ზუგდიდის მერის მოადგილემ დაკითხვის შემდეგ სუსის შენობა სხვა გასასვლელით დატოვა.

ნინო გიორგობიანი ვიდეომასალას ავრცელებს, მისი თქმით კადრში ჩანს, რომ მერის მოადგილე ჩვეულებრივი გასასვლელით ტოვებს შენობას.

“დღეს საღამოს თითქმის ყველა მედიასაშუალებამ, რომელიც ელოდებოდა ზუგდიდის მერის მოადგილის, გია გულორდავას დაკითხვიდან გამოსვლას, გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი სუს-მა შენობიდან “გააპარა”. დავინტერესდი ამ საკითხით და ეს არის კადრები, თუ როგორ ტოვებს ეს ადამიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობას 17 საათზე და 35 წუთზე,  იმავე გასასვლელით, საიდანაც შემოვიდა.

P.S. მეც ვყოფილვარ ჟურნალისტი და მეც გამპარვია რესპოდენტის გამოსვლის მომენტი”– წერს ნინო გიორგობიანი ფეისბუქში.

კომენტარები