საზოგადოება

“ელიავას ბაზრობაზე” ხანძარი გაჩნდა (ფოტო, ვიდეო)

2018/10/11 10:53:30
ნანახია 227 ჯერ

თბილისში, აგლაძის ქუჩაზე ხის მასალების საწყობი დაიწვა. დამწვარია დაახლოებით 800 კვ. მ. ფართობი

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ამ წუთებში ადგილზე მეხანძრე-მაშველები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე 17 სახანძრო -სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელიავას ქუჩაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები