ვიდეო არქივი

ეს არის 2007 წლის ჩანაწერი, პირობის მიუხედავად, გიორგი თარგამაძემ მეორე დღეს “დროებაში” მაინც გაუშვა (ვიდეო)

2018/10/17 19:56:07
ნანახია 623 ჯერ

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი 2007 წლის ჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც ადვოკატმა ლალი აფციაურმა ჟურნალისტ გიორგი თარგამაძეს მიუტანა და განუცხადა, რომ ჩანაწერში ე.წ კანონიერი ქურდი პაატა მამარდაშვილი და კუდის მაშინდელი მაღალჩინოსანი და დღეს პატიმრობაში მყოფი გია დგებუაძე, მეტსახელად მასტერა საუბრობდნენ, ხოლო საუბარი ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაზე იყო.

“ეს არის 2007 წლის ჩანაწერი, ლალი აფციაურმა (საქმის ადვოკატი იყო) მიიტანა გიორგი თარგამაძესთან და უთხრა, ბადრის მკვლელობაზეა საუბარი, მიაწოდე ეს ფირი და გააგებინე, ოღონდ არ გამოაქვეყნო, მამარდაშვილი სასამართლოზე უნდა დაკითხონ ორშაბათს და სამი დღე მაცალეო… 

გიორგი თარგამაძემ აფციაურს პირობა მისცა არ გამოვაქვეყნებო და მეორე დღეს “დროებაში” მაინც გაუშვა. ორშაბათს კი მამარდაშვილმა ჩვენება შეცვალა. სასამართლოზე სასტიკად ნაცემი და გაბრუებული მიიყვანეს, პირში ენას ვერ ატრიალებდა. ამ თემაზე “ალიაში” 10-ზე მეტი სტატია მაქვს გამოქვეყნებული, 4 თუ 5ფარული ჩანაწერი მაქვს გაშიფრული..”– წერს დარეჯან მეფრაიშვილი.

კომენტარები