ვიდეო არქივი

დავით მაღრაძე: მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას – ქუდზე კაცი არჩევნებზე! (ვიდეო)

2018/11/05 15:22:23
ნანახია 521 ჯერ

მინდა, დიდი მოკრძლებით მივმართო საქართველოს მოსახლეობას – ქუდზე კაცი არჩევნებზე! მე დავიცავ ჩემს თავისუფლებას, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დავით მაღრაძემ ამომრჩევლებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.
მაღრაძე მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ წევრია. მოძრაობის წარმომადგნელები აცხადებენ, რომ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა არ უნდა გაიმარჯვოს. ისინი 7 ნოემბერს რუსთაველის თეტრში საერთო სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად იკრიბებიან.
„მინდა, გითხრათ, რომ დღეს დიდ გაერთიანებას ჩაეყარა საფუძველი. გვაქვს იმედი და რწმენა იმისა, რომ მთელი საქართველო დავდგებით ერთად იმ მოჩვენებითად მოსალოდნელი საფრთხის, აგრესიული რევანშის წინააღმდეგ, ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხებთ აგრესიის მატარებელ რევანშს, რომელსაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“.
იმის იმედი და რწმენა გვაქვს, რომ მთელი საქართველო დავდგებით და ეს იქნება უზარმაზარი, დიდი, ვცრელი, ფართო და შინაარსიანი გაერთიანება. 7 ნოემბერს ყველას გვახსოვს რა სისხლიანი კალო მოაწყვეს რუსთაველის გამზირზე მაშინდელმა ხელისუფლებამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ .ამის მეხსიერების, ზედაპირზე ამოსატანად და გამარჯვებისთვის ვიკრიბებით რუსთაველის თეატრში 14:00 საათზე, 7 ნოემბერს. მინდა, დიდი მოკრძლებით მივმართო საქართველოს მოსახლეობას: ქუდზე კაცი არჩევნებზე! მე დავიცავ ჩემს თავისუფლებას“, – განაცხადა მაღრაძემ.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩვენების წინასწარი შედეგებით, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% , ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 37,74 % მიიღო.

კომენტარები