ვიდეო არქივი

“მივმართავ ტელეკომპანია რუსთავი 2 – ს, ჟურნალისტ – გიორგი გაბუნიას…” (ვიდეო)

2018/11/06 00:13:54
ნანახია 2,347 ჯერ

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გიორგი გაბუნიას განცხადებას სოც ქსელში გამოეხმაურა.

“მივმართავ ტელეკომპანია რუსთავი 2 – ს, ჟურნალისტ – გიორგი გაბუნიას, მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ არაეთიკურ განცხადებასთან დაკავშირებით! როგორც, ქართული მარშის ერთ – ერთი ლიდერის – კონსტანტინე მორგოშიას ადვოკატი, მოვითხოვ საჯაროდ მოუხადოს გადაცემა პ.ს. – ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ბოდიში კონსტანტინე მორგოშიას, საჯარო შეურაცხყოფისთვის, პიროვნული დაცინვის და ვიზუალური იერსახის დამამცირებელი და შეფასებისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი მოთხოვნას უგულებელჰყოფს, მივმართავთ ორგანიზაცია – ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტიას და სასამართლოს. ზეამოღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს არაუგვიანეს მომდევნო გადაცემისა!”- წერს კუბლაშვილი.

კომენტარები