ვიდეო არქივი

“უკბილო თუ არის ვინმე, ექვსი წელი ეს ხელისუფლება რას აკეთებს”

2018/11/21 00:27:56
ნანახია 965 ჯერ

უკბილო თუ არის ვინმე, ექვსი წელი ეს ხელისუფლება რას აკეთებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ წამყვანის მიერ პროექტ „ღიმილიანი საქართველოს“ შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„უკაცრავად და, უკბილო თუ არის ვინმე, ექვსი წელი ეს ხელისუფლება რას აკეთებს. ჩვენ დროს პენსია გაიზარდა ათჯერ, ამათ დროს 20-30 ლარით. ჩემ დროს სიღარიბე შემცირდა ორჯერ, ამათ დროს გაიზარდა ორჯერ. ჩემ დროს საქართველოს ბიუჯეტი გაიზარდა 11-ჯერ, ამათ დროს, შემცირდა 8 პროცენტით დოლარებში. ჩემ დროს ლარის კურსი შევარდნაძის 2.25-დან ჩამოვიდა 1,65-ზე, ამათ დროს გაიზარდა 2,7- მდე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა გადაცემაში კომენტარი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების პროექტზე ვალების განულებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ეს არის ბოლო დაცინვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რადგან ახლოს ვეღარ გაეკარება ხელისუფლებას“.

„ყველა ბანკი ყოველ წელიწადს ჩამოწერს ხოლმე უიმედო კრედიტებს, იყიდის ადამიანი მობილურ ტელეფონს თუ ტოტალიზატორში ითამაშა. სად არის აქ იპოთეკის ჩამოწერა, სად არის უსამართლო პროცენტების ჩამოწერა. ზოგმა ბინა იყიდა 25 000 დოლარად, გაუძვირდათ პროცენტი და ახლა ამ ხალხს ბინებს ართმევენ. ტოტალიზატორის მოთამაშე რამდენი ადამიანია ქართული საზოგადოება?“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები