მსოფლიო ამბები

უმცროსმა ჯორჯ ბუშმა მამის დაკრძალვის ცერემონიაზე იტირა (ვიდეო)

2018/12/06 10:00:10
ნანახია 198 ჯერ

უმცროსმა ჯორჯ ბუშმა მამის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვა წარმოთქვა.

კეთილშობილი კაცი, საუკეთესო მამა,- ასე დაახასიათა შვილმა აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი.

“ისტორიის სახელმძღვანელოებში ჩაიწერება, რომ უფროსი ჯორჯ ბუში დიდებული პრეზიდენტი, განუმეორებელი ოსტატობის დიპლომატი, უმრავი მიღწევის მქონე მთავარსარდალი და ჯენტლმენი იყო, რომელიც სახელმწიფოს ღირსეულად ემსახურა. დღეს თვალცრემლიანს მაინც მეღიმება, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მამა ჩემ დას, რობინს ეხუტება და დედაჩემის, ბარბარას, ხელი უჭირავს”, – განაცხადა უმცროსმა ბუშმა.

კომენტარები