ვიდეო არქივი

სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები გახუთმაგებულ დახმარებას მიიღებენ (ვიდეო)

2019/01/20 09:07:33
ნანახია 346 ჯერ

სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები გახუთმაგებულ დახმარებას მიიღებენ. საკითხის ადმინისტრირების დეტალები დღეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. ცვლილება სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები 16 წლამდე ასაკის პირებისთვის მონეტარული დახმარების გახუთმაგებას ითვალისწინებს. ამ დრომდე, სოციალურად დაუცველთა ოჯახში მცხოვრებ არასრულწლოვან თითო ბავშვზე დამატებით 10 ლარი გაიცემოდა, ცვლილების შემდეგ კი, ეს თანხა 50 ლარამდე იზრდება.
დღეიდან ძალაში შევიდა განლევადი სოციალური დახმარების სისტემაც. ცვლილება სოციალურად დაუცველისთვის შემოსავლის დაფიქსირებიდან ერთი წლის განმავლობაში მონეტარული და არამონეტარული დახმარების შენარჩუნებას, ხოლო მეორე წლის განმავლობაში – მხოლოდ არამონეტარული დახმარების შენარჩუნებას ითვალისწინებს. ამ დრომდე, წყვეტადი სოციალური დახმარების მოდელი მოქმედებდა, რაც სტატუსის მქონე პირისთვის შემოსავლის დაფიქსირების შემთხვევაში, სოციალური დახმარების მოხსნას იწვევდა

კომენტარები