რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.
„კვირა არ გადის ისე, რომ სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილიყო. ნამდვილად არ მგონია, რომ ასეთი ტიპის სტატიები ან ინფორმაცია სერიოზულად უნდა განვიხილოთ. ჩვენ ვმუშაობთ, ჩამოყალიბებული გუნდი ვართ და ამ მიმართულებით ცვლილებების მგონი არავითარი არც საჭიროებაა და ამ ცვლილებების არც მოლოდინი არ გვაქვს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
კომენტარები