ვიდეო არქივი

სპეცოპერაცია ბათუმში – ვიდეოკადრები ადგილიდან

2019/02/14 11:08:04
ნანახია 141 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძარცვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ჩ. და 1999 წელს დაბადებული რ.ო. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ მოქალაქეს თავი გაზის კომპანიის თანამშრომლებად წარუდგინეს და ბინაში მოტყუებით შეაღწიეს. ბრალდებულებმა ბინის მფლობელს – 1932 წელს დაბადებულ ხ.ბ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ხელები შეუკრეს და ბინიდან სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ოქროს სამკაულები მოიპარეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ორივე პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ბათუმში დააკავეს. ნაძარცვი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები