თავდაცვა

დაღუპული ჯარისკაცების დედებს 3 მარტი შვილის მეგობრებმა მიულოცეს (ვიდეო)

2019/03/03 13:34:47
ნანახია 273 ჯერ

„გილოცავთ დედის დღეს! თქვენ ყველაზე ძლიერი და ღირსეული დედა ბრძანდებით, რადგან ჩვენი სამშობლოს დასაცავად ყველაზე ძვირფასი გაიღეთ. სწორედ თქვენი და თქვენნაირი ქალბატონების გმირობისა და გამძლეობის მაგალითია საქართველოს მთელი ისტორია…“ – ასე მიულოცეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებსა თუ საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების დედებს შვილის თანამებრძოლებმა დედის დღე.
დაღუპული სამხედროების მეგობრები მათ მშობლებს საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა თუ სოფელში მოულოდნელად ესტუმრნენ და დედის დღის აღსანიშნავად სიმბოლურად ყვავილების თაიგული გადასცეს.
„ფორმიან ბიჭებს რომ გხედავთ, ჩემი შვილი მაგონდება…“ – ასეთი იყო დაღუპული შვილების თანამებრძოლებთან თვალცრემლიანი დედების მისალმება.
როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, დედებმა ჯარისკაცებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს დაღუპული შვილების გმირობა და სამხედროებს სამშობლოს სადარაჯოზე ღირსეული მსახური უსურვეს.

კომენტარები