სლაიდერი

“მენატრები დეე, როგორი ლამაზი თვალებით იყურები, შენ ხმას შემოევლოს შენი უბედური დედა” – გიგი გეგეჭკორის დედის ემოციური წერილი

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი გიგი გეგეჭკორის დედა და მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციურ წერილებს აქვექნებენ:
“ჩემი ტკივილი ხარ. როგორ მენატრები დე, როგორი ლამაზი თვალებით იყურები.შენი ლამაზი ღიმილი დედა, მოგიკვდა შენი უბედური დედა, შენ მონატრებულ ხმას შემოევლოს შენი უბედური დედა. დავრჩი ფოტოების და ვიდეოების ამარა “- წერს გიგი გეგეჭკორის დედა.

“ვოცნებობდი როდის იტყოდნენ ვიპოვეთ გიგი ცოცხალიო,გადის დრო , საათები და კიდევ ვერ ვიაზრებ რომ აღარ არის ღმერთმა ნათელში ამყოფოს ამ უკარგესი და უკეთილშობილესი ადამიანის სული მოდიოდა და პირველი ფრაზა ჩემდამი : ვაა ბავშვი შენ კიდე არ გაზრდილხარ? ჭოჭინა და სოსკა უნდა გაჩუქო დაბადებისდღეზეო უზომოდ მეწყინა მისი წასვლა ამ ქვეყნიდან”

“შენ სიკვდილისთვის არ მემეტები . ასე უსასრულოდ არ უნდა დაგეგვიანა გიგი . არ შეგვიძლია არავის შენი მოგონებებში მოხსენიებაა ბავშვობაში ამბობდი ,რომ გავიზრდები ყველასუნდა დავეხმაროო , შენთვის რატომ არ გამოჩნდა ვინმე
ვინც დაგეხმარებოდ “ – წერენ გიგის მეგობრები.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის გიგი გეგეჭკორი 9 მარტს მარტს გაუჩინარდა, 7-დღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, 15 მარტს გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.

კომენტარები