ფილმი “Rocketman“-ი, რომელიც ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავს, კინოეკრანებზე R შეფასებით გამოვა. R შეფასების მქონე ფილმებს 17 წლამდე ადამიანები ვერ ესწრებიან. ინფორმაცია პორტალმა Collider-მა გაავრცელა.
ამის მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ ფილმში სექსის და ნარკოტიკების მოხმარების სცენებია. კინოსტუდია, რომელიც ელტონ ჯონის ბიოგრაფიის მიხედვით “ადამიანი რაკეტა” შექმნა რეჟისორ დექსტერ ფლეტჩერს, ფილმის არასრულწლოვან მაყურებელზე მორგებას და უცენზურო სცენების ამოღებას სთხოვდა, თუმცა ავტორმა სტუდიის რჩევა არ გაითვალისწინა რის გამოც ფილმს R შეფასება მიაკუთვნეს.
Rocketman-ის ტრეილერი სოციალურ ქსელებში 2019 წლის 21 თებერვალს გამოვიდა.
იმედინიუსი
კომენტარები