საზოგადოება

“თითები არ მყოფნის რომ ჩამოვთვალო ამ ორი უბედური გოგოს გარდა, რამდენი ადამიანის ცხოვრება ამოყირავდა” (ვიდეო)

2019/04/15 12:55:24
ნანახია 197 ჯერ

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლელა დვალი, დედაქალაქის ქუჩებსა და რეგიონებში მაგისტრალებზე ამოტრიალებული მანქანების შესახებ ინსტალაციას ეხმაურება.

“ეს ინსტალაციები ის ამოტრიალებული ცხოვრებაა რომელსაც ვეღარასდროს დაალაგებ…ვეღარასდროს იქნები სრულყოფილი და ბედნიერი…სამუდამო ლოდი გულზე…ნათია ჩემი და იყო,მარტო და არა, ყველაფერი, ნათიას ერთადერთი შვილი დარჩა, რომელსაც ყველაზე მეტად ეხლა სჭირდება დედა, დედაჩვენი დარჩა…ვერავინ გადმოსცემს მარტო დარჩენილი დედის და შვილის სიმწარეს….ჩვენ დავრჩით დები, დაბნეულები, ძალაგამოცლილები..ნათიას მეგობარს, თამრიკოს ორი ანგელოზივით ბიჭი დარჩა, ერთ საათსაც რომ ვერ ძლებნდენ დედის გარეშე, იმასაც ყავდა დედა, ოჯახი… თითები არ მყოფნის რომ ჩამოვთვალო ამ ორი უბედური გოგოს გარდა ,რამდენი ადამიანის ცხოვრება ამოყირავდა… ამდენი ხალხის ცოდვის ზიდვა ყველაზე დიდი სასჯელია…ხოდა კი ნუ ბრაზდებით ამ ამოტრიალებულ მანქანებს რომ უყურებთ „ქალაქი დაგვიმახინჯდაო“დაფიქრდით და გაუფრთხილდით ყოველ წამს, წამია სიცოცხლე… #იარენელა#დაიცავისიცოცხლე#მეტისიცოცხლისთვის#

კომენტარები