შეერთებული შტატები უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვებას ულოცავს და რეფორმების გატარების კუთხით მხარდაჭერას ჰპირდება. ვაშინგტონი დადებითად აფასებს უკრაინაში საარჩევნო პროცესსაც. განცხადება, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
“ვულოცავთ უკრაინელ ხალხს არჩევნების ჩატარებას, რომელიც ასახავს აქტიურ დემოკრატიას უკრაინაში 2014 წლის ღირსების რევოლუციიდან ხუთი წლის შემდეგ და რუსეთის უმოწყალო აგრესიის 5 წლის თავზე. ჩვენ მოუთმენლად ველით არჩეულ პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან თანამშრომლობას,” – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კომენტარები