ვიდეო არქივი

შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ ნარკოტიკი ამოიღო (ვიდეო)

2016/08/05 10:49:36
ნანახია 1,465 ჯერ
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დავით დ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სადახლოში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, კოდეინის (მარილი) შემცველი 120 აბი ამოიღეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
კომენტარები