საზოგადოება

“კარგად მოუსმინეთ ამ მედროვეს… არ გრცხვენია, თაკო ჩარკვიანო? სინდისი არ გაწუხებს?” – ჟურნალისტის მიმართვა თაკო ჩარკვიანს (ვიდეო)

2019/07/23 12:36:11
ნანახია 3,863 ჯერ

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა “კანონის და სამართალის” ლიდერს თაკო ჩარკვიანს 7 წლის წინ ნათქვამ სიტყვებს ახსენებს და მიმართავს:

“კარგად მოუსმინეთ ამ მედროვეს. აი, ეს ქალი დღეს გვერდით უდგას იმ რეჟიმს, რომელიც ციხეებში 18-19 წლის ბიჭებს პალოებით აუპატიურებდა, სისტემატიურად! და ამას თვითონვე ამბობს აგერ! სტრასბურგში გვაქვს გაგზავნილი ეს საქმეებიო, თან რიხით რომ ამბობს. 

არ გრცხვენია, თაკო ჩარკვიანო? სინდისი არ გაწუხებს? ვის გვერდით დგახარ დღეს, ჰა? და ვისი დაბრუნება გინდა – იმ ჯალათების და მწამებლების, ვისზეც თავად ამბობდი, აწამებდნენ ხალხსო? ვის იცავ დღეს? რას იცავ? და ვის და რას ებრძვი? ესაა შენი სამართალი და სამართლიანობა?..
თფუი, მართლა, რა! – გულისამრევი ადამიანი ესა!” – წერს ნინო ლაბარტყავა “ფეისბუქის” პირად გვერდზე და ურთავს ვიდეოარქივს.

კომენტარები