სამართალი

ძაღლების ჩხუბს თბილისში სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვა (ვიდეო)

2019/08/13 11:30:37
ნანახია 167 ჯერ

ძაღლების ჩხუბს თბილისში სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვა. დაჭრილია ძაღლის ერთ-ერთი პატრონი, 17 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა ჩიქობავას ქუჩაზე მოხდა.

კომენტარები