საზოგადოება

“ვნაყავ მარა არ დეინაყა” – გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ წყალი დანაყა (ვიდეო)

2019/09/10 12:55:06
ნანახია 253 ჯერ

პარტია ,,თავისუფალი საქართველოს”თანათავჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ აქცია პერფორმანსი გამართა.

გოგი წულიამ მერიის შენობის წინ როდინი მიიტანა და წყალი “დაანაყა”.

“ამ ხელისუფლებას ესაუბრო ნიშნავს, იმას რომ წყალი დანაყო, აი, სწორედ ამას ემსახურება ეს სანახობა. წინა ხელისუფლებამ მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში გააკეთა გორგოლაჭების მოედანი, რომელიც 400 000 ლარი ღირდა, მერე მოხსნეს და ზესტაფონს აჩუქეს ახლა სადაა ეს მოედანი არავინ იცის, ასე გააჩუქეს ჭიათურაში ჯიპები, მათ გონიათ თავისი ქონებაა და როგორც უნდათ ისე იყენებენ. იმ ფონზე, რაც ქუთაისში სიღარიბე და გაჭირვებაა ჯიპის ყიდვა და გაჩუქება ზედმეტია, მინდა მივმართო ბიძინას რა დაგიშავა ქუთაისმა, რომ თავზე დაგვასვი უფუნქციო ადამიანები?’’ – განაცხადა გოგი წულაიამ.

კომენტარები