პოლიტიკა

„პატრიოტთა ალიანსი“ დევიდ კრამერის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას ითხოვს

2019/09/12 14:55:39
ნანახია 179 ჯერ

„პატრიოტთა ალიანსი“ ამერიკელი ექსპერტის დევიდ კრამერის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებას ითხოვს. ამ მოთხოვნით პარტიის ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ისინი საგარეო საქმეთა სამინისტროში შეჭრას ცდილობდნენ.

აქციის მონაწილის ბეჟან გუნავას თქმით, კრამერის საქციელი „ვერანაირ ჩარჩოებში ვერ ეტევა“. აქციის მონაწილეები საგარეუ უწყების ხელმძღვანელისგან შესაბამის შეფასებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, 15 სექტემბერს, 16:00 საათზე, ამერიკის საელჩოსთან ხალხმრავალი აქციის გამართვას აპირებენ.

კომენტარები