მსოფლიო ამბები

არგენტინელი ტელეწამყვანი პირდაპირ ეთერში შემთხვევით თითქმის გააშიშვლეს

2019/09/16 10:59:41
ნანახია 200 ჯერ

არგენტინელი ტელეწამყვანი სოლ პერესი სატელევიზიო ეთერში შემთხვევით თითქმის შიშველი აღმოჩნდა. პირდაპირი ეთერის დროს დიზაინერი ფაბიან მედინა ფლორესი პერესისთვის კაბის შესწორებას შეეცადა, რა დროსაც წამყვანს ფეხები და ქვედა საცვალი გამოუჩნდა. ამის შესახებ Infobae წერს.

შემთხვევა არგენტინაში სატელევიზიო სივრცის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, Martin Fierro Awards-ზე მოხდა. სოლ პერესი ინტერვიუს იძლეოდა ღონისძიების შესახებ, როდესაც დიზაინერმა მისთვის კაბის გასწორება სცადა.

მოგვიანებით ფლორესმა თქვა, რომ არ სურდა ტელეწამყვანი უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა: “შევნიშნე, რომ კაბა ფეხსაცმელს წამოედო და დახმარება მსურდა”, – თქვა დიზაინერმა.

კომენტარები