სამართალი

არსად წასვლას არ ვაპირებ, გასაქცევი სხვები არიან (ვიდეო)

2019/11/11 22:54:19
ნანახია 433 ჯერ

„არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ ვაპირებ ჩემს ოჯახთან ერთად ცხოვრებას, გასაქცევები სხვები არიან“,- ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ „პრაიმტაიმს“ განუცხადა.

ყოფილი მთავარი პროკურორი, „პრაიმტაიმმა“ წყნეთში საკუთარ სახლთან ჩაწერა.

„სისულელე. გავრცელდა ინფორმაცია, მაგრამ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემს პირად საქმეებზე მოგზაურობა საზღვარგარეთ ხშირად მიწევს და ეს ვიღაცებს ილუზიას უქმნის. არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ  ვაპირებ ჩემს ოჯახთან ერთად ცხოვრებას, გასაქცევები სხვები არიან.

საგამოძიებო სტრუქტურებში ძალიან დიდხანს ვიმუშავე და კორუფციულ გარიგებებში არაერთი მაღალჩინოსანი ვამხილე, რომელთა ქმედებები შემდგომ სასამართლომაც დაადასტურა.

შესაბამისად, ამ თავდასხმითა და დისკრედიტაციით, რაც ჩემზე მოდის მათ საკუთარი გაფუჭებული რეპუტაციის გამოსწორება უნდათ. თუმცა, ეს არ გამოუვათ“, – უთხრა ფარცხალაძემ „პრაიმტაიმს“.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორუფციული ბრალდებების გამო, ოთარ ფარცხალაძემ ქვეყანა დატოვა და საზღვარგარეთ თავშესაფარი მოითხოვა.

 

კომენტარები