რეგიონები

ქუთაისში ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა აქცია ,,საქართველო ნაცების გარეშე“ გამართეს (ვიდეო)

2019/12/01 15:11:56
ნანახია 517 ჯერ

,,დემიშიზაცია იწყება ქუთაისიდან“, – ამ სლოგანით ქუთაისში მსვლელობა გაიმართა.

,,ქართული ოცნების“ ქუთაისის  ორგანიზაციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები თეთრ ხიდთან შეიკრიბნენ და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისისკენ დაიძრნენ.

,,საქართველო ნაცების გარეშე“ – სკანდირებენ მსვლელობისას აქციის მონაწილეები. ამბობდნენ, რომ მსვლელობა მშვიდობიანია.

„ნაცები აყენებენ შეურაცხყოფას ელესიას, პატრიარქს. ამას მათ ქართველი ხალხი არ აპატიებს“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთ მონაწილე გაბრიელ ფოლკენშტერნი.

პროტესტის მონაწილეებმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისს კვერცხები და საღებავები ესროლეს. აქცია მოგვიანებით იმ მოტივით დაიშალა, რომ პოლიციას სცემენ პატივს და აქტივისტები ანალოგიურ პროტესტს ისევ მიმართავენ. პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ. 

კომენტარები