საზოგადოება

ხმაური და დაპირისპირება მცხეთაში – ოპოზიცია ხუნდაძის ბიუროსთან აქციას მართავს

2019/12/03 16:01:53
ნანახია 225 ჯერ

გაერთიანებული ოპოზიცია მცხეთაში, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან აქციას მართავს.

გიგა ბოკერია, გიორგი ვაშაძე, გიგი უგულავა, ელენე ხოშტარია და ოპოზიციის სხვა ლიდერები ბიუროსთან სიტყვით გამოდიან და სამართალდამცველებს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებენ.

ბიუროსთან დიდი რაოდენობით პოლიცია და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან მობილიზებულები.

2 დეკემბერს მცხეთაში, მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან აქციაზე, ფიზიკური დაპირისპირების დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ადამიანი დააკავა.

 

კომენტარები