პოლიტიკა

მიშას გაწვრთნილი გუბაზი პოლიციას ემუქრება – “ყველას მოგაკითხავთ, დაიკერეთ რუსული პაგონები”

2019/12/03 17:22:01
ნანახია 265 ჯერ

ტელეკომპანია კავკასიის ეთერში, დავით  აქუბარდიასთან სტუმრად მყოფმა გუბაზ სანიკიძემ ყოფილი პრეზიდენტის გზავნილების გახმოვანება-გამეორება დაიწყო და პოლიციელებს ჯერ მონები ეძახა, შემდეგ დაემუქრა, რომ ყველას მიადგებიან, ვინც საპროტესტო აქციების დაშლის პროცესში იღებს მონაწილეობას.

სანიკიძე ამბობს, რომ გულგასიებულია იმ ფაქტის გამო, რომ ინგუშეთში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების მხარე დაიჭირა და ხელისუფლების გაცემული ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა.  სანიკიძე სამართალდამცველების “წამოგებას” პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი მიმართვებით ცდილობს, რაშიც აქტიურად ეხმარება დავით აქუბარდია.

კომენტარები