საზოგადოება

კივილი და ჭყლეტა კომიტეტის სხდომაზე – ჟურნალისტები ოთახიდან გამოყარეს

2019/12/12 12:01:55
ნანახია 193 ჯერ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ტექნიკური  შესვენება გამოცხადდა. ამის მიზეზი სხდომათა დარბაზში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება გახდა.

მას შემდეგ, რაც კომიტეტის თავმჯდომარე ანდრი ოხანაშვილმა გამოაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცედურა უნდა დაწყებულიყო, ეკა ბესელია მასთან მივიდა და სხდომის წაყვანის საშუალება აღარ მისცა.

სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური კომიტეტში ამ დრომდე გრძელდება. მანდატურებმა მედიის წარმომადგენლებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს

 

კომენტარები