საზოგადოება

“აუკრძალა რუსთავი – 2 ს ჩემთან საუბარიც, ჩემი ინტერვიუს გაშუქება და ასეც მოხდა”

2020/02/22 15:05:39
ნანახია 423 ჯერ

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში ელისო კილაძის ბრალდებებს პასუხობს და იმ ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც რუსთავი 2-ის ეთერში, მისი თქმით, ელისო კილაძემ დააბლოკინა.

“ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ღია პროტესტის დროს ,,ქართული ოცნების” ოფისის წინ, მე მივედი და დავუდექი გვერდით მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის ოჯახს, როგორც ყოველთვის და ვავითარებდი ჩემს ხაზს, ჩემს პოზიციას – ეს იყო სამართლიანობის აღდგენა და სიმართლის დადგენა თემირლანის საქმეზე. ინტერვიუს დროს, საჯაროდ მომვარდა ელისო კილაძე, აქ არ ისმის მისი ყველა კომენტარი, რა საძაგელი სიტყვებით მომიხსენიებდა და მამცირებდა სახალხოდ, ხელს მიშლიდა საადვოკატო საქმიანობის განხორციელებაში. აუკრძალა რუსთავი – 2 ს ჩემთან საუბარიც ჩემი ინტერვიუს გაშუქება და ასეც მოხდა. აღნიშნული ინტერვიუ დაიბლოკა და არ გავიდა ეთერში! მუდამ ვიკავებდი თავს მის არაეთიკურ და ამაზრზენ ქცევებზე. აღნიშნული ჩანაწერი მე მოვიპოვე და შევინახე. სხვა უამრავი მაგალითი მაქვს, რომ ეს ადამიანი მიზანმიმართულად მებრძვის წლებია, მას შემდეგ, რაც მე ბევრი მისი საშინელების მოწმე გავხდი, ის ელოდებოდა, რომ ჩემი ბუნებიდან გამომდინარე მე უსამართლობას ვერ ავიტან და ვიტყვი, ამიტომ საკუთარი ტაქტიკა აამუშავა ,,თავდასხმა”! დაშინებული ჰყავს უამრავი ადამიანი და დაშანტაჟებული ინფორმაციებით. უმეტესობა მისი ინფორმაციები ორღობის ჭორებია, ნუ გეშინიათ მისი! ახლა მისი წარმომადგენელი კახეთში, ჩემი პირადი ცხოვრების ქექვის, ბიზნესის თუ სხვა, ჩემს უნივერსიტეტში ჩაბარებას მიწვდა, იმუქრებიან გაზეთში ინფორმაციების გავრცელებით, ჰყავთ უამრავი ვითომ ,,წყარო”, ვინც ჩემი პირადი მტრები არიან. ბოდავენ და წერენ რაც სურთ! აღნიშნულის უფლება აქვთ ხელისუფლებიდან. მას ჰყავს პირადი მფარველები, ეს ფაქტია და ამიტომ ის თავად გადმოდის თავდასხმაზე, რათა საკუთარი ფაქტები გადაფაროს. დიდი ხანია გადაირქვა აგენტის სახელი ,,ნუკრი”? ვინ მელაპარაკება მე სამართალზე?
მე მაშინ კონკრეტულად რადგან პარალელურად კოკა მორგოშიას ინტერესებს ვიცავდი, თურმე ამიტომ ვარ მოღალატე. მეუღლეს ჩავაკითხე მოსკოვში, რუსეთის აგენტი ვიყავი.. ეს ადამიანი გადავიდა ზღვარს, ახლა დებატებში მიწვევს, რამდენადაც უსაშინლესი სიბინძურის მკადრებელია, ყველა უბედურებაზე ხელის მომწერია, ვაანალიზებ რა აღნიშნულს, მაინც თანახმა ვარ და მივალ, ეს ჩემთვის უბრალოდ კარგი გამოცდილება იქნება, ეს ერთი რა სხვა მრავალი”- წერს კუბლაშვილი.

კომენტარები