საზოგადოება

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი ვიდეო ვრცელდება

2020/02/22 17:20:58
ნანახია 421 ჯერ

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რა ხდებოდა ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე.

როგორც ტარიელ კაკაბაძე ამბობს, ვიდეო ადასტურებს, რომ მერაბ კობიაშვილი მხოლოდ იარაღის სროლის შემდეგ არ უცემიათ.

„ამ კადრებში ჩანს, თუ როგორ სცემს 5 ადამიანი მერაბ კობიაშვილს. აქ ჩანს, თუ როგორ წააქცევენ და ზემოდან ურტყამენ გამეტებით ფეხებს და ხელებს. ასევე ჩანს, რომ ვერსია თითქოს, მხოლოდ ერთი სცემდა და დანარჩენები აშველებდნენ, არის არასწორი. ამ და დანარჩენ კადრებში ნათლად ვხედავთ, თუ როგორ გრძელდება კობიაშვილის ცემა მაშინ, როცა ის ცდილობს გაეცალოს მოძალადეთა ჯგუფს.

შესაბამისად, აპელირება იმაზე, თითქოს, მერაბ კობიაშვილს მხოლოდ იარაღის სროლის შემდეგ სცემეს, არასწორია! ასევე, არასწორია ვერსია, თითქოს, მას მხოლოდ ერთი ადამიანი სცემდა და დანარჩენები აშველებდნენ!

ამ კადრებით სრულად დასტურდება დაცვის მხარის პოზიციის სისწორე. სრულად დგინდება, რომ მოვლენები ზუსტად ისე განვითარდა, როგორც მერაბ კობიაშვილმა მითხრა, როცა მას მცხეთის იზოლატორთან შევხვდი“,- აცხადებს კაკაბაძე.

კომენტარები