სლაიდერი

დღის გმირი! ასეთ ხალხს უნდა იცნობდეთ – „თვითონ იქით დგას, რცხვენია, არ გადამიღოო“

2020/03/27 12:51:38
ნანახია 811 ჯერ

თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი თონის მეპატრონე მოსახლეობას პურს უსასყიდლოდ ურიგებს. მან ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე მიიღო.

ეს ვიდეო ერთ-ერთმა მომხმარებელმა თონესთან გადაიღო, რასაც ინტერნეტ სივრცეში დიდი გამოეხმაურება მოჰყვა.

„ჩემი უბნის დღის გმირი, კაი, გემრიელი რაჭველი კაცი გელა სხირტლაძეა. თონის პურს ყიდის უფასოდ. თვითონ იქით დგას, სრცხვენია, არ გადამიღოო. არადა ასეთ ხალხს უნდა იცნობდეს საქართველოს მოსახლეობა. ამრავლოს ასეთი ხალხი“.

კომენტარები