საზოგადოება

ნურას უკაცრავად, დიანაზე ასე ადვილად ვერ გავატარებ – ინგა გრიგოლიას პასუხი

2020/04/08 22:54:32
ნანახია 2,646 ჯერ

ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძეს ფეისბუქ მომხმარებლების ნაწილი იმ ინტერვიუს შემდეგ აკრიტიკებს, რომელიც მას ყოფილ დეკანოზ ბასილ კობახიძესთან ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით tv პირველის გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია პოსტს აქვეყნებს:

“ქართული ჟურნალისტიკის სიმდიდრეა დიანა ტრაპაიძე, სამი კაცი არ მეგულება ამ სფეროში, ვისაც ის ღირსებები და პრინციპები აქვს, რაც დიანას, ვიღაცეებმა ძალიან შეუტიეს მისი დღევანდელი ეთერის გამო, ბასილ კობახიძე რომ ჰყავდა და ამიტომ ვწერ, ჩემი დაცვა რად უნდა დიანას, მართლა ქართული მედიის სინდის-ნამუსია,მთელი მისი ჟურნალისტური ცხოვრებით,მაგრამ მაინც ვწერ.

გავიგე,რომ ვისაც არ ეზარება, ყველა ჟურნალისტებს ლანძღავს, მაგრამ ნურას უკაცრავად, დიანაზე ასე ადვილად ვერ გავატარებ,იმის მეოთხედი გააკეთეთ ამ ქვეყნისთვის და თქვენი საქმისთვის,რასაც დიანა აკეთებს თავის პროფესიაში და მერე დაესხით თავს!!!! მიყვარხარ ,დიანჩიკ და მეამაყება,რომ შენს გვერდით ვმუშაობ”- წერს ინგა გრიგოლია.

 

 

კომენტარები