საზოგადოება

ნანა ხარაზიშვილი და დავით ბოჭოიძე – ექიმისა და პოლიციელის ოჯახი (ვიდეო)

2020/05/24 20:59:38
ნანახია 266 ჯერ

ჩვენ მოგიყვებით ოჯახზე, ადამიანებზე, რომლებიც კორონავირუსმა 17 დღე დააშორა. მამამ, რომელიც 13 წელია დაცვის პოლიციის თანამშრომელია შვილებზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღო. მან მეუღლეს მისცა საშუალება 17 დღე ყოფილიყო ბრძოლის წინა ხაზზე, რადგან ის ექიმია მარნეულის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც მარნეულის კლასტერის პირველ წარმომადგენელს კორონავირუსი დაუდასტურდა. პოლიციელისა და ექიმის – ჩვენი უცნობი გმირების ისტორიას გიამბობთ.

კომენტარები