მთავარი თემა

როგორ იქირავეს თურქეთიდან არალეგალურად შემოსულმა შეიარაღებულმა პირებმა ბინა ბათუმში – ბინის მეპატრონე დუმილს არღვევს (ვიდეო)

2020/06/03 15:24:55
ნანახია 228 ჯერ

სპეცოპერაცია ბათუმში და თურქეთიდან არალეგალურად გადმოსული შეიარაღებული პირები – საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ირკვევა, რომ მათ ბინა სამაკლერო კომპანიის დახმარებით იქირავეს და თვეში 100-დოლარს იხდიდნენ. აღნიშნულ თანხას ისინი ბინის მეპატრონეს ხელზე აძლევდნენ. შელშეკრულება კი 13-მარტს იყო გაფორმებული. ადამიანი, რომელმაც ხელშეკრულება გააფორმა აცხადებს, რომ დაკავებულებთან სულ 3-ჯერ ჰქონდა შეხება , თუმცა საჭვო მას არაფერი შეუნიშნავს. ბინის მეპატრონე რუსლან რუიძე აცხადებს, რომ დაკავებულებს ბინის ქირაობა 1 წლით უნდოდათ.”ისინი სააგენტოდან მოვიდნენ . თურქეთიდან ცამოვიდნენ, 1 წლით უნდოდათ კონტრაქტი ” – ამბობს ბინის მფლობელი.დამატებითი დეტალები თურქეთიდან არალეგალურად შემოსულ პირებზე ამ დროისთვის უცნობია. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.

კომენტარები