რეგიონები

ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი გოლი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გაიტანა – ვიდეო

2020/07/03 18:58:25
ნანახია 313 ჯერ

ბათუმში ახალი სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.

ბათუმის ულამაზეს სტადიონზე პირველი გოლი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის სტადიონი UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. პროექტის მიხედვით, სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული და მას რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიისთვის, ავტობუსებისსთის, სპორტსმენებისა და VIP სტუმრებისთვის. სტადიონის ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

შეგახსენებთ, სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “ანაგი” ასრულებს.

კომენტარები