როდესაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ჭაკუა უწყებას წარმოადგენდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაუსაძლისი პირობები იყო, – ამის შესახებ დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
„იმ პერიოდში ვეწეოდი საადვოკატო საქმიანობას. ადამიანებს ვიცავდი, რომლებიც უსამართლოდ და უკანონოდ იმყოფებოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საშინელ, არაადამიანურ პირობებში, წამების ქვეშ. ეს იყო სისტემა, რომელიც იმ პერიოდში, როდესაც ეს ადამიანიც წარმოადგენდა პენიტენციურ სისტემას, იყო გაუსაძლისი, არაადამიანური პირობები. ეს ვიცი არა გადმოცემით, არამედ საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როდესაც საპატიმროებში შევდიოდი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ
კომენტარები