ჩვენ გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებული სპეციალური რეისები, რომლებსაც Wizz Air-ი და Myway Airlines-ი ვარშავის, ათენის, რომისა და მადრიდის მიმართულებით განახორციელებენ და ბილეთის ფასი არ იქნება 200 ევროზე მეტი.
შესაძლოა, რომ ეს რეისები აგვისტოსა და სექტემბერშიც გაგრძელდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად გროვდება სამშობლოში დაბრუნების მსურველი ადამიანების კრიტიკული მასა. მიმართულებები შესაძლოა შეიცვალოს, მაგრამ ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ეს სპეცრეისებიც გაგრძელდება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„გადაწყვეტილება 5 ქვეყნისთვის საზღვრების გახსნის შესახებ ეფუძნება იმ კრიტერიუმებსა და ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავს უსაფრთხოდ გადაადგილებას, და აქედან გამომდინარე ჩვენ ეტაპობრივად განვაახლებთ ამ ჩამონათვალს. ეს სია არაა საბოლოო, ორ კვირაში ერთხელ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გადაწყვეტილების გადახედვა შეუძლიათ, ამიტომ ჩვენც თანმიმდევრულად უნდა ვიმოქმედოთ. რაც შეეხება ფრენებს, არსებობს სამი ვარიანტი. ერთი არის სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებული სპეციალური რეისები, რომლებსაც Wizz Air-ი და Myway Airlines-ი ვარშავის, ათენის, რომისა და მადრიდის მიმართულებით განახორციელებენ და ბილეთის ფასი არ იქნება 200 ევროზე მეტი. შესაძლოა, რომ ეს რეისები აგვისტოსა და სექტემბერშიც გაგრძელდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად გროვდება სამშობლოში დაბრუნების მსურველი ადამიანების კრიტიკული მასა. მიმართულებები შესაძლოა შეიცვალოს, მაგრამ ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ეს სპეცრეისებიც გაგრძელდება. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებს მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან რეგულარული ფრენების საკითხზე. მიღწეულია შეთანხმება Lufthansa-სთან, მიმდინარეობს მოლაპარაკება AirFrance-სა და AirBaltic-თან. მესამე ვარიანტია ავიაკომპანია „აირზენა“, რომელიც კომერციულ ჩარტერულ რეისებს ასრულებს ვენიდან, ამსტერდამსა და თელ-ავივიდან.