„როდესაც პანდემია იწყებოდა, არ დამავიწყდება ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი, სადაც გამოვიდა და თქვა, რომ საქართველო პანდემიას მსოფლიოში ყველაზე მოუმზადებელი ხვდება და ჩვენი ქვეყანა ხუთეულშია იმ ქვეყნებს შორის, ვინც ყველაზე კარგად გაართვა თავი. ასეთი აცდენა როგორ შეიძლება? ქალბატონ ლელა ქებურიას ბოდიში ვერ მოვახდენინეთ თანამშრომლებისთვის, ქალბატონმა ხათუნა გოგორიშვილმა გამაკვირვა, რა ლოგიკა განავითარა და რა ისაუბრა წარმოუდგენელია. ჩემს კოლეგებს და საზოგადოება მივმართავ, რომელიც გაგებით მოეკიდა – არაფერი საშიშროება არ ემუქრება არც კონსტიტუციას და არც დემოკრატიას და ჩვენ მივდივართ სწორად და დარწმუნებული ვარ ამ გზით გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.