საზოგადოება

გია ჯოხთაბერიძე გიგა ბოკერიას: 66 დღე ციხეში მამყოფეთ და მაკაჩავეთ, კომპანია მომეციო! (ვიდეო)

2020/07/15 09:53:26
ნანახია 1,018 ჯერ

გია ჯოხთაბერიძეს და გიგა ბოკერიას შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა.

ჯოხთაბერიძემ გიგა ბოკერიას “ნაციონალური მოძრაობის” დროს მისი დაჭერის დეტალები შეახსენა.

„რა მადლობა, 66 დღე ციხეში მამყოფეთ და მაკაჩავეთ იქ – მომეცი კომპანიაო. ეს კანონი თქვენ რომ გქონოდათ, დაჭერა კი არ დაგჭირდებოდათ, ჰოდა, დამაწერდით პირდაპირ იმ კომპანიას“ – ასე მიმართა კომიტეტის სხდომაზე კომპანია “მაგთიკომის” მფლობელმა გია ჯოხთაბერიძემ “ევროპული საქართველოს” წევრ, დეპუტატ გიგა ბოკერიას კომიტეტის სხდომაზე.

შეგახსენებთ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა – შესწორებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს ორი წლის ვადით.

კომენტარები