მსოფლიო ამბები

„დაასრულე კარანტინი, დაიწყე ომი“ – ბაქოში აზერბაიჯანული ჯარის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა

2020/07/15 14:30:20
ნანახია 438 ჯერ

ბაქოში წუხელ აზერბაიჯანული ჯარის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა. „ყარაბაღი ჩვენია“, „დაასრულე კარანტინი, დაიწყე ომი“ – ამ მოწოდებებით ბაქოში, თავისუფლების მოედანზე ათასობით აზერბაიჯანელი გამოვიდა. როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტები წერენ, აქციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კი წუხელ სომხეთის თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრა გამართა.

ოფიციალური ინფორმაციით, 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაწყებულ დაპირისპირებას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა. აზერბაიჯანული მხარე 11 სამხედროს დაკარგვას ადასტურებს, სომხეთი კი – 4-ის. ასევე, ერთ-ერთ დაბომბვას შეეწირა აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქეც, 76 წლის აზიზ აზიზოვი.

კომენტარები