საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია ადასტურებს, რომ ბუსა ჟვანია დაჭრილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გოგლა ჟვანიამ განუცხადა, ბუსა ჟვანია შედარებით მსუბუქად არის დაჭრილი.
მისივე ინფორმაციით, დაზიანება მას მუცლის არეში აქვს.
„დაჭრილი არის შედარებით უფრო მსუბუქად. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კლინიკაშია. ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული“,- განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
გოგლა ჟვანია მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს.
ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ბუსა ჟვანია.
კომენტარები