საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანს კანადაში ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის მიზნით მკვლელების რაზმის გაგზავნაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მათი სამიზნე საად ალ-ჯაბრი იყო, რომელსაც საუდის არაბეთში არაერთი გავლენიანი თანამდებობა ეკავა. 3 წლის წინ ის ქვეყნიდან გადასახლდა დამას შემდეგ ტორონტონში, კერძო დაცვის ქვეშ ცხოვრობს.
მისი მკვლელობის გეგმა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც კანადელმა მესაზღვრეებმა პრინცის რაზმი ქვეყანაში არ შეუშვეს. საუბარი სწორედ იმ რაზმზეა, რომელმაც თურქეთში ჟურნალისტ ჯამალ ხაშაღისმკვლელობაში მონაწილეობდა. ალ-ჯაბრიაცხადებს, რომ პრინცს მისი მოკვლა იმ ინფორმაციის გამო სურს, რომელსაც ის სამეფო ოჯახზე ფლობს.
საჩივარი პრინცის წინააღმდეგ აშშ-ის სასამართლოშია შეტანილი. საუდის არაბეთის მთავრობას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.