კომპანია „ზეგის“ თანამშრომელმა ნიკა გეჯაძემ გამოძიებას წერილი მიაწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ანონიმური ავტორისგან მიიღო, ის ვარაუდობს, რომ წერილი მას თამარ ბაჩალიაშვილმა მისწერა.
„თუ არ წაგიკითხავს, უკეთესია. მართალია, ჩემს თავს დავპირდი, რომ აღარასდროს მოგწერდი, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო, თუნდაც, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავი აღარ დავადანაშაულო. ნეტავ იცოდე, რამდენ რამეს გადავაბიჯე ეს რომ მომეწერა. პირველი, რაც მინდა იცოდე, ის არის, რომ არასდროს განზრახ ცუდად არ, მოვქცეულვარ. გულშიც კი არ გამივლია, შენთვის რაიმე ცუდის გაკეთება. არასდროს არც შეგნებულად და არც, შეუგნებლად.
პირიქით, იმას უფრო ვუშვებდი, რომ ჩემი თავისთვის დამეშავებინა რამე, ვიდრე შენთვის.
არ ვიცი, რას როგორ აღიქვამდი, ან როგორ მიიღე. რა მოყვა ან, როგორ ჩაგაწვეთა, მაგრამ მერწმუნე, არასდროს განგებ ცუდის ჩადენა არც კი მიფიქრია. ვიცი, რომ ძალიან ბევრ რამეში მადანაშაულებ, არც კი უსაფუძვლოდ. ახლა თავის მართლებას არ ვაპირებ. მხოლოდ იმაზე მინდა იფიქრო, როდესაც ჩამოხვედი, სულ ცოტა ყურადღება მაინც რომ გამოგეჩინა, სულ ცოტათი მაინც რომ დაინტერესებულიყავი ჩემი არსებობით, ძალიან ბევრი რამე სხვანაირად იქნებოდა. მაგრამ მესმის, როგორი რთული იქნებოდა ეს შენთვის. შენ ხომ ასე ძალიან იყავი დაკავებული. მახსოვს, ის სიცივე და იგნორი შენი მხრიდან.
ამის ფონზე კი, შენი დაცვის იმედით გათამამებული, შენი მეგობარი, როგორ მამცირებდა. არ ერიდებოდა არც მორალურ საზღვრებს და არც არფერსსხვას. იქნებ ერთადაც გადაწყვიტეთ ასე, რომ ყოველი დღე კოშმარად ქცეულიყო ჩემთვის. შურისძიება მოახერხე, კმაყოფილი ხარ თუ არა.
უფრო მეტად, რომ გახანგრძლივებულიყო სიამოვნება, გეტყვი, რომ არაერთხელ ვიფიქრე თვითმკვლელობაზე. შენზე ფიქრის გარეშე, არ ერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს,“- აღნიშნულია წერილში.