კომპანია ზეგ-ის დირექტორის თამარ კობერიძის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 4 500 ლარი იყო. მან მთავარი არხის ეთერში აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის ჩვეულებრივი, რიგითი პროგრამისტის ხელფასი. კობერიძის განმარტებით, კომპანიის ამერიკელმა დამფუძნებელმა რომ 4-დან 15 000 დოლარამდე ახსენა, ეს წლიური ანაზღაურებაა.
კომპანია ზეგ-ის დირექტორის თქმითვე, თამარ ბაჩალიაშვილმა მათთან მუშაობა 2017 წლის აგვისტოში, სტაჟიორად დაიწყო. მისი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი 6 თვის შემდეგ სრულ განაკვეთზე, უმცროსი პროგრამისტის თანამდებობაზე გადაიყვანეს და სამი წლის მანძილზე, სამსახურიდან წასვლის დღემდე ამ პოსტს იკავებდა.
“ჩვენთვის მისი წასვლა გასაკვირი არ ყოფილა, ჩემი ვარაუდით, სწავლის გაგრძელება იყო მისთვის ყოველთვის პრიორიტეტი, ამას წლების მანძილზე ვხედავდით და ბოლო წლის მანძილზე განსაკუთრებით, აჟღერებდა, რომ სწავლა-მუშაობას შორის მისთვის სწავლა პრიორიტეტი იყო, ასევე დაინტერესებული იყო, რომ უფრო განვითარებულიყო, სამ წელს თვლიდა საკმარისად ერთ კომპანიაში მუშაობისთვის”. – ამბობს კობერიძე.