ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა. ბესიკ ესებუამ გადადგომასთან დაკავშირებით, განცხადება გუშინ დაწერა.
ბესიკ ესებუას განცხადებით, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ის “ქართული ოცნების” წევრია და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა.
დღეიდან, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალობას მოადგილე კობა ჯიქია შეასრულებს.
კომენტარები